პოლონეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

13:46, 24.03.2021

პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყანაში 29 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 49 761 ადამიანი.

მსგავსი