პოლონეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს კარგად გრძნობს.