პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 116 ადამიანი დაიღუპა

14:13, 14.10.2020

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოები გადავსებულია.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 141 804 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 3 217.

მსგავსი