პოლონეთში, გამოქვაბულში ჩარჩენილი სპელეოლოგების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
პოლონეთში, გამოქვაბულში ჩარჩენილი სპელეოლოგების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

პოლონეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩენილი სპელეოლოგების გადასარჩენად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

მეცნიერები ტატრების მთებში განლაგებულ გამოქვაბულში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ. 17 აგვისტოს ღამით კი, მღვიმის ვიწრო შესასვლელი წყალმა ჩახერგა.

ამჟამად მაშველები პიროტექნიკის საშუალებით მღვიმის მეორე მხარეს ახალი გასასვლელის გაკეთებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 26 მაშველი, რომლებიც სპელეოლოგების გადასარჩენად მთელი ღამე მუშაობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ცნობილია, მღვიმეში ბლოკირებულ მეცნიერებთან ბოლო კონტაქტი ორი დღის წინ შედგა. მღვიმე ძალიან ნესტიანია და შიგნით ჰაერის ტემპერატურა სულ ოთხი გრადუსია.