პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ზეწოლა სოფლის მეურნეობის იმპორტზე დიპლომატიის საზღვრებს სცდება
პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ზეწოლა სოფლის მეურნეობის იმპორტზე დიპლომატიის საზღვრებს სცდება

პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ზეწოლა სოფლის მეურნეობის იმპორტზე საზღვრებს ცდება.

პოლონეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული ვითარების გამო უკრაინის შესაძლო საჩივარი ზეწოლის ელემენტად შეაფასა.

„ეს არის საფრთხე და უკრაინული მხარის ზეწოლის კიდევ ერთი ელემენტი. ეს ელემენტები ზოგჯერ უკრაინის მხრიდან კლასიკური დიპლომატიის გარკვეულ საზღვრებს სცილდება. ის იყენებს დიპლომატიური ზეწოლის საშუალებებს, ზოგჯერ ძალიან არასტანდარტულს და გარკვეულ საზღვრებს სცილდება. ასეთი სახის ჟესტები ან მუქარა ჩვენზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ეს მხოლოდ ზეწოლის ელემენტია, მაგრამ ზეწოლა, რომელიც არ იქნება ეფექტური“, – განაცხადა პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკიმ.