პოლონეთში აცხადებენ, რომ რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა
რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„კიდევ ერთი რუსული თავდასხმა დასავლეთ უკრაინაზე. რეაქტიულმა დრონმა უკრაინის მხარეს, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში დაარტყა. პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. განგაშის გაუქმების შემდეგ თვითმფრინავები ბაზებზე დაბრუნდნენ, ხოლო თავდაცვის სისტემები დაკვირვებისა და მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელში.
Kolejny atak Rosji na zachodniej Ukrainie. Dron odrzutowy uderzył po stronie ukraińskiej ok. 2 km od przejścia granicznego z Polską w Dorohusku. Nie doszło do naruszenia polskiej przestrzeni powietrznej. Nasze systemy obrony powietrznej i samoloty były gotowe do działania. Po odwołaniu alertu samoloty powróciły do baz, systemy obrony do trybu obserwacji i czuwania.
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) September 28, 2026