პოლონეთში, 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა, „მძლევარმა“ სამი ჯილდო მოიპოვა

11:29, 19.10.2026

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.

პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.

15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.

საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.

გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

მსგავსი