პოლონეთსა და ბელარუსს შორის ბუფერული ზონის მოქმედების ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე გახანგრძლივდა
პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტრომ ბელარუსთან ბუფერული ზონის მოქმედების ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე გაახანგრძლივა. დადგენილებას ხელი მარჩინ კიერვინსკიმ მოაწერა.
როგორც მედია წერს, დოკუმენტის ავტორები ბუფერული ზონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზეზად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებულ მიგრაციულ საფრთხეს ასახელებენ. დადგენილებაში წერია, რომ დადგენილება მიგრაციის მაღალი რისკის მქონე იმ ქვეყნების მოქალაქეებს მოიცავს, რომლებიც პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრის უკანონოდ კვეთას ცდილობენ.
დოკუმენტის თანახმად, წლის დასაწყისიდან 8 ნოემბრამდე პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვის რეგულაციების დარღვევით გადაკვეთის 482 მცდელობა დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, ზონა არ მოიცავს ტურისტულ ქალაქებს. ამასთან, ქვეყნებს შორის არსებული ბუფერული ზონის არეალი არ შეიცვლება.