პოლონეთმა ბუნებრივი კატასტროფების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
პოლონეთმა ბუნებრივი კატასტროფების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„შესაბამის მინისტრებთან და სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ, მივეცი მითითება, მომზადდეს დადგენილება ბუნებრივი კატასტროფის მდგომარეობის შემოღების შესახებ“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნული მდგომარეობა მთავრობას მისცემს მეტ უფლებამოსილებას წყალდიდობასთან საბრძოლველად. კერძოდ, მთავრობას საშუალებას მისცემს, ფულადი სახსრებისა და რესურსების მობილიზება მოახდინოს ევროკავშირის მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი მოიცავს თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს, სამედიცინო მარაგებსა და საველე ჰოსპიტალებს.
შეგახსენებთ, პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.