პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები კიევში მორიგ ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ტვიტერში“ დაწერა. დუდა ამბობს, რომ არც პოლონეთი და არც ლიეტუვა უკრაინაში საკუთარი აქტივობის შემცირებას არ აპირებენ.
„უაღრესად ღირებული საუბრების ორი დღე ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები უკრაინაში საკუთარ ჩართულობას არ შეამცირებენ, ორივე ვგეგმავთ კიევში ჩასვლას, არ დავნებდებით რუსეთის შანტაჟს“, – წერს პოლონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვარშავა და ვილნიუსი სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.