პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მერვედ არ გამოცხადდა, რის გამოც სეიმი პროკურატურას მიმართავს
პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი ბიგნევ ზიობრო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მერვედ არ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლონეთის ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზბიგნევ ზიობროს საგამოძიებო კომისია ე.წ. პეგასუსის სკანდალთან დაკავშირებით იბარებს. ამ სკანდალის მიხედვით, სწორედ ამ კომპანიის ჯაშუშური პროგრამის საშუალებით ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ოპონენტების ფარული თვალთვალი და მიყურადება. კიდევ ერთი ბრალდების მიხედვით, „პეგასუსის“ პროგრამული უზრუნვლეყოფა იყო გამოყენებული კორონავირუსის პანდემიის დროს ფოსტით ხმის მიცემის ორგანიზებისთვის.
მას შემდეგ, რაც ზიობრომ მერვედ თქვა უარი კომისიაზე გამცხადებულიყო, პოლონეთის სეიმმა გადაწყვიტა პროკურატურას მიმართოს, რათა მისი კომისიაზე დასწრება უზრუნველყოს.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონეთის ყოფილ პროკურორს პარლამენტის საგამოძიები კომისიაზე იბარებენ. 2025 წელს კომისიის წევრებმა პოლიციას სთხოვეს, ყოფილი მინისტრი პარლამენტში მიეყვანათ, თუმცა სამართალდამცველბმა მას საცხორვებლ მისამართზე ვერ მიაგნეს. ბოლოს ის სატელევიზიო სტუდიიდან გამოსვლისას დააკავეს და პარლამენტში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა კომისიის სხდომა უკვე დასრულებული იყო.
მომხდარის გამო კომისია ზიობროს 30 დღით დაპატიმრებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოგვინებით ყიფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადება აქვს და საზღვარგარეთ სამკურნალოდ ბრუნდება.