პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
კისნიაკ-კამიშს კიევში თან ახლავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან. მხარეები გეგმავენ სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების სიტუაციის განხილვას რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა უკრაინაში პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უკრაინის გამოცდილების შესასწავლად.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20-მდე რუსული დრონი შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პოლონეთი, ნატოსთან ერთად, წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელშიც 30 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.