პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას.
„კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციასთან გამკლავება, რუსულ დრონთან. ჩვენ ამასთან გამკლავება გვიწევს მაშინ, როდესაც არსებობს იმედი, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ ამ ომს – ომს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ომს, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ქვეყნების უსაფრთხოებას – შეიძლება, ჰქონდეს დასრულების შანსი. რუსეთი კვლავ უწევს პროვოცირებას ამას. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის სტრატეგია გადამწყვეტ მომენტებში, იმ დროს, როცა მიმდინარეობს განხილვა მშვიდობის შესახებ, იმ დროს, როცა პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს ამ მშვიდობის მოსაღწევად, ხოლო უკრაინა ღიაა ამ მშვიდობისთვის, პროვოკაციული სტრატეგია და ჰიბრიდული ომი გრძელდება“, – თქვა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
შეგახსენებთ, რუსული დრონი 20 აგვისტოს პოლონეთის ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსინიში ჩავარდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.