პოლონეთის შს მინისტრის მოადგილე ბელარუსსა და რუსეთს პოლონეთის გავლით ევროკავშირში მიგრანტების შედინებაში ადანაშაულებს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჩეი ვოსიკი ბელარუსსა და რუსეთს პოლონეთის გავლით ევროკავშირში მიგრანტების შედინებაში ადანაშაულებს, რისი მიზანიც, მისი თქმით, რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტუაცია, „არ არის ისეთი ქაოტური, როგორიც ორი წლის წინ იყო“, მაგრამ მაინც იწვევს შეშფოთებას.
„საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“, – აღნიშნა ვოსიკმა.
ამასთან, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომაშ პრაგამ ბელარუსის სამსახურებს უწოდა „კრიმინალური ჯგუფი, რომელიც მართავს არალეგალურ მიგრაციას“. მისივე თქმით, ისინი აღნიშნულით დიდ მოგებას იღებენ.
პრაგას თქმით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა 19 000 მიგრანტმა სცადა, მათგან 4 000 მიგრანტი მხოლოდ ივნისში დაფიქსირდა. 2022 წლის განმავლობაში ჯამურად ეს მონაცემები 16 000 მიგრანტს შეადგენდა.