პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც დონალდ ტუსკზე თავდასხმას გეგმავდა
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილად ითვლება პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე თავდასხმის დაგეგმვაში. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა.
კერვინსკის თქმით, დაკავებული მამაკაცი ტუსკს ემუქრებოდა და მასზე თავდასხმას გეგმავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრს მეტი დეტალის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
დონალდ ტუსკი ეჭვმიტანილის დაკავებას თავადაც გამოეხმაურა და პოლიციას „სწრაფი ქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის შესაძლო მცდელობის შესახებ. ოფიციალური პირების თქმით, საუბარია მუქარების განხორციელების „მაღალ ალბათობაზე“.
Mężczyzna który groził i planował atak na premiera @donaldtusk został zatrzymany przez @PolskaPolicja
— Marcin Kierwiński (@MKierwinski) October 11, 2026