პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც კურსი შეცვალა, ​იარაღის გამოყენებაზე უარი თქვეს​

10:13, 24.11.2026

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ მცირე ხნით იმყოფებოდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ღამის თავდასხმის დროს მოხდა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა რადარების საშუალებით დრონის გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა.

თავდაპირველად მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი ჩამოგდების შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატმა აღმოსავლეთის მიმართულებით კურსი შეიცვალა, სამოქალაქო მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე უარი თქვეს.

„პოლონეთის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებას, ხოლო საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები ნებისმიერ საფრთხეზე საპასუხოდ მუდმივ მზადყოფნაში რჩებიან“, – აღნიშნულია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი