პოლონეთის სენატმა უკრაინის ევროპულ მისწრაფებას ერთხმად დაუჭირა მხარი
პოლონეთის სენატმა ერთხმად, 93 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა უკრაინის ევროპულ მისწრაფებას. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიღებულ რეზოლუციაში სენატი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და დაგმონ რუსეთის აგრესია.