პოლონეთის სენატის სპიკერი- ვლადიმერ პუტინი ყველა ექსტრემისტისა და სეპარატისტის მხარდამჭერია
პოლონეთის სენატის სპიკერი- ვლადიმერ პუტინი ყველა ექსტრემისტისა და სეპარატისტის მხარდამჭერია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპაში ექსტრემისტულ და სეპარატისტულ მოძრაობებს უჭერს მხარს, რომ ევროკავშირის გაყოფას მიაღწიოს. ამის შესახებ ტალინში ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე პოლონეთის სენატის სპიკერმა, სტანისლავ კარჩევსკიმ განაცხადა. ინფორმაციას პოლონური გამოცემა Niezalezna ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ პრობლემას რუსული პროპაგანდის აგრესიულობის წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინაცია წარმოადგენს.

„პუტინი მემარჯვენეებისთვის მემარჯვენეა და კონსერვატორებისთვის -კონსერვატორი, ის ყველა ექსტრემისტისა და სეპარატისტის მხარდამჭერია, რათა მათ უფრო ძლიერად დაყონ ევროკავშირი და ედაონ ერთმანეთს. როდესაც 2014 წლის მარტში რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ განიხილა უკრაინაში ჯარების შეყვანის საკითხი, ერთ-ერთმა მისმა წევრმა დასავლეთის მოსალოდნელი რეაქციის შესახებ თქვა: „იყვირებენ, იყვირებენ და გაჩერდებიან“, – აღნიშნა პოლონეთის სენატის სპიკერმა.

სტანისლავ კარჩევსკის თქმით, რუს პოლიტიკოსებს შორის ასეთი მოსაზრების დამკვიდრება აგრესიის მორიგ აქტებს გამოიწვევს.