პოლონეთის სეიმის ახალ სპიკერად ელჟბეტა ვიტეკი აირჩიეს, რომელიც ადრე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. ვიტეკის კანდიდატურას მხარი 245-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ელჟბეტა ვიტეკმა პოსტზე მარეკ კუჩინსკი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ, მის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო დატოვა.
პოლონეთის მედიამ და პარტია „სამოქალაქო პლატფორმამ“ დაადგინეს, რომ 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ივნისამდე კუჩინსკი სამთავრობო თვითმფრინავით დაფრინავდა ვარშავიდან ქალაქ ჟეშუვოში, სადაც ის ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კუჩინსკიმ სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის 100-ჯერ გამოიყენა, რაც სახელმწიფოს 928 00 ევრო დაუჯდა.