პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო.
როგორც პოლონური მედია წერს, მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 2014 წლის ივლისში მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდებაზე, როდესაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფაზე სმოლენსკში 2010 წლის აპრილში, სადაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონელი მაღალჩინოსნები“.