პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კმაყოფილები ვართ, რომ პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანია 
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კმაყოფილები ვართ, რომ პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანია 

პოლონეთი თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კმაყოფილები ვართ, რომ პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

,ისივე თქმით, პოლონეთი და ევროკავშირიც კმაყოფილია, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„ჩვენ დღეს ოპოზიციასაც შევხვდით, რათა მოგვეხდინა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვხვდებით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. პოლონეთი და ევროკავშირიც კმაყოფილია, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ და დებატების დროსაც მე გავუზიარე მათ პოლონეთის გამოცდილება, მაგრამ პოლონეთში ჩვენ გვაქვს ხუთპროცენტიანი ბარიერი. სხვა ქვეყნებში სამი პროცენტია. მაგრამ ამის განხილვა შესაძლებელია იმისთვის, რომ ფრაგმენტული პარლამენტი არ იყოს. მაგრამ საბოლოოდ ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია“,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.