პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირობა უნდა შევასრულოთ და საქართველოს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა მივცეთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირობა უნდა შევასრულოთ და საქართველოს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა მივცეთ

საქართველოსთვის 10 წლის წინ მიცემული პირობა უნდა შევასრულოთ და ქვეყანას ნატო-ს წევრობის პერსპექტივა მივცეთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა პირველ არხს განუცხადა.

„ორგანიზაციაში მიმდინარეობს მსჯელობა, არის განსხვავებული პოზიციები. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს. მადლიერი ვართ საქართველოს ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობით. რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება დღეს შეუძლებელია. მე ვფიქრობ და ალიანსში ამ განწყობაზე ბევრია, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს მივეცით თანამშრომლობის პირობა და ახლა წევრობის პერსპექტივა უნდა მივცეთ.

მე არ ვიცი, რა იქნება ალიანსის პოზიცია, უნდა დაველოდოთ. მიმდინარეობს მსჯელობა ბოსნია-ჰერცოგოვინას გაწევრიანებაზე. რაც შეეხება საქართველოს, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი ნატო-ს გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.