პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ამდენი წელია გრძელდება, წარმატება არ არის მიღწეული
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ამდენი წელია გრძელდება, წარმატება არ არის მიღწეული

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, გრძელდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსია, წარმატება არ არის მიღწეული, – ამის შესახებ ამის შესახებ პოლონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, რუსეთი კვლავაც გადადგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში, ასევე სხვა ფორმატებში, რათა მოხდეს 2008 წლის აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.