პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ფორტ ტრამპი“ არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე
პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კომპონენტის გაზრდა არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე და ეს გაფართოება საფრთხეს არ უქმნის მეზობლებს, – ეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებაა. ინფორმაციას პოლონეთის რადიო ავრცელებს.
„პრეზიდენტი ლუკაშენკო ამბობდა, რომ მას აწუხებს „ფორტ ტამპის“ არსებობა და პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ზრდა. მე ავხსენი, რომ ეს არის რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და ეს სამხედროები არავითარ შემთხვევში საფრთხეს არ უქმნიან ჩვენს მეზობლებს, კონკრეტულად კი, ბელორუსიას“,- განცხადა მინისტრმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შესთავაზა პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობისა და ტექნიკის გაზრდა. გარდა ამისა პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს პოლონეთში მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის, „ფორტ ტრამპის“ განთავსება შესთავაზა.