პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკელ და თურქ კოლეგებთან უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ორგანიზების საკითხს განიხილავენ
პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკელ და თურქ კოლეგებთან უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ორგანიზების საკითხს განიხილავენ

პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, აშშ-ისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ტელეფონით განიხილავენ სტამბოლში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზების საკითხს.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ, ვარშავაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიევის დროით 14:45 საათზე სატელეფონო საუბარი გაიმართება პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის, ასევე თურქეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო შეხვედრის ორგანიზებისა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მთელი სამშვიდობო პროცესის თემაზე“, – განაცხადა ვრონსკიმ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ მზადაა კიევთან „პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“.