პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი - პოლონეთი მუდმივად მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი - პოლონეთი მუდმივად მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს

პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი და მუდმივად მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს​, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა, სტანისლავ კარჩევსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ პოლონეთმა და საქართველომ ისტორიული მეგობრობა კიდევ უნდა განავითარონ.

„ჩვენი ორმხრივი შეხვედრების დროს ხაზს ვუსვამთ ჩვენ ისტორიულ მეგობრობას, რომლის გაძლიერება დღეს უნდა მოვახერხოთ. ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ასეთი დამოკიდებულება აქვთ პოლონეთის მიმართ.

პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი და მუდმივად მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს, პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს მთავარი ადვოკატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ, მრავალმხრივ ურთიერთობებშიც, ხაზი გავუსვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მომავლის შესახებ, აწმყოს შესახებ, ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გველის წინ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს დინამიურ განვითარებას, მის ინტენსიურ წინსვლას, პოლონეთი არის და იქნება ყოველთვის საქართველოს მთავარი პარტნიორი, ორმხრივ ურთიერთობებში, ეს ეხება ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ჩვენი ორმხრივი შეხვედრები გვაძლევს იმის შესაძლებლბას, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს არსებული თანამშრომლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის.

დატოვე კომენტარი