პოლონეთის ქალაქ კრაკოვში პოლიციამ დანით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

12:20, 08.11.2026

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში პოლიციამ დანით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შუაღამის 03:00 საათზე კრაკოვის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ კაპელანკას ქუჩაზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდებოდა. ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი მამაკაცის მიმართულებით გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, 23 წლის მამაკაცმა დანა დაადგო. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

პირველადი მონაცემებით, შესაძლოა, დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს.

პოლიციის ინფორმაციით, ღამით მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარ სროლას.

მსგავსი