პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ათამდე პირი
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.
პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.
კიდევ ერთი განცხადების თანახმად, პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
„პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს“, – ამბობს დონალდ ტუსკი.