პოლონეთის პროკურატურამ სასამართლოში გააგზავნა საბრალდებო დასკვნა ორი ეჭვმიტანილის მიმართ, რომლებსაც დონალდ ტუსკის ოჯახის ავტომობილის მოპარვაში ადანაშაულებენ
პოლონეთის პროკურატურამ სასამართლოში გააგზავნა საბრალდებო დასკვნა ორი ეჭვმიტანილის მიმართ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ოჯახის კუთვნილი ლექსუსის მარკის ავტომობილის მოპარვაში ადანაშაულებენ.
ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.
გდანსკის საოლქო პროკურატურის სპიკერის მარიუშ დუშინსკის თქმით, საბრალდებო დასკვნა სასამართლოში 18 აგვისტოს შევიდა.
სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბულგარეთში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე აეროპორტში დააკავეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში იკვლევენ ტუსკის ოჯახის ავტომობილის გატაცების გარემოებებს, მათ შორის უცხოური სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას.