პოლონეთის პრეზიდენტი - მიამიტობაა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა მოსკოვის ქცევაზე აისახება
პოლონეთის პრეზიდენტი - მიამიტობაა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა მოსკოვის ქცევაზე აისახება

პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას თქმით, მიამიტობაა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა მოსკოვის ქცევაზე აისახება. ანჯეი დუდას თქმით, რუსეთთან სათანადო დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, მოსკოვმა სტანდარტები მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვას, რასაც მოსკოვი არ აკეთებს.

„რუსეთის შემთხვევაში, სტანდარტების დაცვის კუთხით სიტუაცია გაუარესებულია. მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, გააცნობიეროს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე „უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ“.

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.