პოლონეთის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ბელარუსის საზღვართან მდებარე საგუშაგოს ეწვივნენ, რომლის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკია
პოლონეთის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ბელარუსის საზღვართან მდებარე საგუშაგოს ეწვივნენ, რომლის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ბელარუსის საზღვართან მდებარე საგუშაგო „კუზნიცას“ ეწვივნენ, რომლის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკია.

„მოგესალმებით ჯარისკაცებო და ოფიცრებო და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ასრულებთ. სახელმწიფოს სუვერენიტეტის საზომი მისი საზღვრების დაცვის უნარია“, – მორავიეცკის მიმართვას პრემიერის აპარატი „ტვიტერზე“ ავრცელებს.