პოლონეთის პოლიციამ სკოლებში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით 10 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება შეამოწმა და ათი ადამიანი დააკავა
პოლონეთის პოლიციამ სკოლებში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით 10 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება შეამოწმა და ათი ადამიანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, 13 შემთხვევაში კი დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
სასწავლო პროცესის შეწყვეტას წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში მშობლებისა და მოსწავლეთა ჯგუფებში „სისხლიანი პარასკევის“ შესახებ გაგზავნილი შეტყობინებები.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მშობლების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, ბავშვები სკოლებში არ გაუშვან.
8 ოქტომბერს პოლონეთის მაზოვიის სავოევოდოს სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინის დაწყებით სკოლაში 15 წლის მოზარდი დანით რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 37 წლის დამლაგებელი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.