პოლონეთის პირველი დიპლომატი - გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციამდე მიიყვანს
პოლონეთის პირველი დიპლომატი - გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

მისი თქმით, პოლონელი ერი უცვლელად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპული გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, არა მხოლოდ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისკენ მიგვიყვანს, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების განმტკიცებაში“.

ჩაპუტოვიჩი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს საქართველოს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი