პოლონეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. დისკუსია რამდენიმე საათი გაგრძელდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მატეუშ მორავეცკის მთავრობას 231- მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 181-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კენჭისყრა მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რათა რეფორმების გასატარებლად მანდატი მოეპოვებინა.