ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრები ჩაიბაროს.
როგორც გამოცემა Sport Interia-ს ჟურნალისტი სებასტიან სტაჟევსკი წერს, 48 წლის იტალიელი სპეციალისტი მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება პოლონეთის საფეხბურთო კავშირის მიერ. 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ჩინური „გუანგჯოუ ევერგრანდი“, რომელიც 2021 წელს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა პაულო სოუზამ და ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ჩაუდგა სათავეში.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში პოლონეთის ნაკრები 24 მარტს სტუმრად შეხვდება რუსეთს.