პოლონეთის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, ლევანდოვსკი ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
„ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი მუხლის ტრავმის გამო, მოედანს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება, – იუწყება მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ლიდერმა ტრავმა სანაკრებო თამაშის დროს მიიღო (პოლონეთი-ანდორა 3:0) და 62-ე წუთზე შეცვალეს.
რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 42 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.