პოლონეთის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

21:19, 18.01.2021

იეჟი ბჟეჩეკმა პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ამის შესახებ დაწერა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ.

„მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელ ბჟეჩეკს ჩვენს ნაკრებში გაწეული სამუშაოსთვის“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა, თუმცა, განთავისუფლების მიზეზები არ დაუსახელებია.

სპეციალისტი პოლონეთის ნაკრებს 2018 წლის აგვისტოდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 24 მატჩი ჩაატარა, 12-ჯერ მოიგო, შვიდჯერ დამარცხდა და ხუთჯერ ფრედ ითამაშა.

2020 წელს, პოლონეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში.

ასევე გუნდს მოპოვებული აქვს ევრო 2020-ის საგზური და ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, შვედეთთან და სლოვაკეთთან ითამაშებს.

მსგავსი