პოლონეთის ნაკრების ფორვარდი მილიკი ევრო 2024-ს გამოტოვებს #1TVSPORT
პოლონეთის ნაკრების ფორვარდი არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმარება თავის გუნდს ევრო 2024-ზე. ინფორმაცია დაადასტურა პოლონელთა დამრიგებელმა, მიხალ პრობეჟმა.
30 წლის თავდამსხმელმა მე-5 წუთზე მიიღო ტრავმა უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში. მილიკმა მინდორი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების დახმარებით დატოვა.
პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში საფრანგეთთან, ნიდერლანდებსა და ავსტრიასთან ერთად ითამაშებს.