პოლონეთის მმართველმა პარტიამ რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
პოლონეთის მმართველმა პარტიამ რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პოლონეთის მმართველმა პარტიამ რამდენიმე მოწინავე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება კონსერვატორებმა ევროკავშირთან ურთიერთობის დასარეგულირებლად მიიღეს.

ვარშავას ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში სდებენ ბრალს.

ეს ცვლილებები ასევე უკავშირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებებს, რომლითაც გაირკვევა, რომელი სახელმწიფო რას მიიღებს.

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით თანამდებობიდან გაათავისუფლა გარემოს დაცვის მინისტრი. ამ მინისტრის წინააღმდეგ უძველესი ტყის განადგურების შესახებ საჩივარს ევროპული სასამართლო განიხილავს.

თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდა თავდაცვის მინისტრი ანტონი მაკიერევიჩი, რომელსაც გამუდმებით აკრიტიკებდნენ პოლონეთის ჯარის მოდერნიზების ხელის შეშლისთვის.

პოსტი დაატოვებინეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მას ბრიუსელში არაეფექტურ დიპლომატად მიიჩნევდნენ.