პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – პოლონეთი შესაძლო რუსული აგრესიისგან თავის დაცვას ორი კვირის განმავლობაში შეძლებს
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი დარიუშ ლუკოვსკი აცხადებს, რომ ქვეყანა შეძლებს რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებას ერთი-ორი კვირის განმავლობაში, რადგან პოლონეთს საკმარისი რესურსი მხოლოდ ამ პერიოდისთვის აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეძლებს პოლონეთი თავის დაცვას შესაძლო რუსული აგრესიისგან, დარიუშ ლუკოვსკიმ თქვა, რომ „ამჟამინდელი მდგომარეობით, პოლონეთი თავდაცვას ერთი-ორი კვირის განმავლობაში შეძლებს“.
გენერლის თქმით, პოლონეთი მუდმივად ზრდის თავის თავდაცვით პოტენციალს.
მისი შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ორი-სამი წელი, რომ სრულად მოემზადოს შესაძლო რუსული აგრესიისთვის.
პოლონეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგობა დროის მოგებაში დაეხმარება და საშუალებას მისცემს, გააძლიერონ თავდაცვითი პოტენციალი.