პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გასაძლიერებლად ლუბლინის რეგიონში Abrams-ის ტიპის ტანკებსა და „პეტრიოტის“ ტიპის სისტემებს გაგზავნის

10:27, 06.10.2026

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ლუბლინის რეგიონში Abrams-ის ტიპის ტანკებსა და „პეტრიოტის“ ტიპის  სისტემებს გაგზავნის. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება ლუბლინის რეგიონში „პეტრიოტის“ ბატარეების განლაგების შესახებ. ვაპირებ, ვესტუმრო იქ განლაგებულ სამხედროებს, რომლებიც რეგიონის დაცვას უზრუნველყოფენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „პეტრიოტის“  ბატარეები ლუბლინის რაიონში განთავსდება“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაფართოების შესახებაც. კერძოდ, შეიქმნება ახალი მექანიზებული ბრიგადა, უპილოტო საფრენი სისტემების ბატალიონი და „პეტრიოტის“ სისტემით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის დამატებითი ქვედანაყოფი.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის თავდაცვისუნარიანობას.

მსგავსი