პოლონეთი: უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრი „რადიკალურ დაჯგუფებებს“ აფრთხილებს

15:21, 12.07.2026
პოლონეთის მთავარი დიპლომატი, რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის მთავარი დიპლომატი, რადოსლავ სიკორსკი

მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფლობელების საწარმოში ძალით შეჭრის მცდელობის გამო, დასავლეთ-ცენტრალურ ქალაქ პოზნანში ორი ადამიანი დააკავეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში „რადიკალური დაჯგუფებების“ ქმედებებს არავინ მოითმენს.

 

ამ თემაზე სიკორსკიმ თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როდესაც მას აღნიშნული ინციდენტისა და პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის შესახებ ჰკითხეს.

3 ივლისს, მამაკაცთა ჯგუფმა პოზნანის ეკონომიკის უნივერსიტეტში არსებულ, უკრაინელი ბიზნესმენების მიერ მართულ ოფისში შესვლა მოითხოვა. მათი თქმით, სურდათ, შეემოწმებინათ, უჭერდა თუ არა ეს ბიზნესჯგუფი მხარს სტეპან ბანდერას – უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერს, რომლის მიმდევრებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელთა მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებენ.

ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოს მინაწერში ნათქვამია, რომ ეს მამაკაცები ორი ულტრამემარჯვენე პოლონელი პოლიტიკოსის – გჟეგოშ ბრაუნისა და იანუშ კორვინ-მიკეს მხარდამჭერი აქტივისტები იყვნენ. უკრაინელმა ბიზნემენმა ქალმა ოფისში მათ შეშვებაზე უარი თქვა და პოლიციას განუცხადა, რომ მას ცილი დასწამეს.

უკრაინელმა ბიზნემენმა ქალმა ოფისში მათ შეშვებაზე უარი თქვა და პოლიციას განუცხადა, რომ მას ცილი დასწამეს.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, 9 ივლისს ორი მამაკაცი დააკავეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარცინ კერვინსკის განცხადებით, ქვეყანაში „სიძულვილსა და აგრესიას ადგილი არ აუნდა ჰქონდეს“ და მსგავს შემთხვევებზე პოლიცია ყოველთვის მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

ამასთან, კერძო მაუწყებელმა Polsat News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე თავდაცვის ტერიტორიული ძალების ყოფილი ჯარისკაცი, მარტში უკვე იყო დაკავებული, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

ის წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ არსებობდა.

ეს შემთხვევა ბოლო დროს მომხდარი მსგავსი ხასიათის პირველი ინციდენტი არ არსი.

ივნისში პოლონეთის ხელისუფლებამ ზომები მიიღო თვითგამოცხადებული მემარჯვენე ექსტრემისტი პატრულების წინააღმდეგ, რომლებიც ვარშავის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან უცხოელებს აჩერებდნენ და კითხვებს უსვამდნენ. ხელისუფლებამ ეს ჯგუფები უკანონოდ გამოაცხადა და ისინი პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების უკანონო მითვისებაში დაადანაშაულა.

ოფიციალური პირების თქმით, ამ პატრულებმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის შიში და ფსიქოლოგიური სტრესი დათესეს. პოლიციამ რამდენიმე ადგილას ნივთმტკიცებულებები ამოიღო და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

10 ივლისს, სიკორსკიმ მსგავს ქმედებებს „უკანონო“ უწოდა და განმარტა, რომ ნებისმიერმა პირმა, ვისაც პოლონეთში ადამიანების ვინაობის შემოწმება სურს, თვითნებობის ნაცვლად, პოლიციაში, მუნიციპალურ ან სასაზღვრო დაცვაში სამსახურის დასაწყებად უნდა შეიტანოს განაცხადი.

რადიკალური დაჯგუფებების „სპონსორებს“ მან პირდაპირ მოუწოდა, რომ „ტომობრივი ემოციების“ გაღვივებისგან თავი შეიკავონ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პოზნანის ინციდენტი ვარშავასა და კიევს შორის არსებულ უფრო ფართო ხასიათის ისტორიულ დავას დაუკავშირა. ეს დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ (UPA) სახელი მიენიჭებინა. ამ ნაციონალისტურ ძალას კი, როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელების მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ.

სიკორსკიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ეს საკითხი პოლონეთში მყოფ უკრაინელებსა და უკრაინაში მცხოვრებ პოლონურ უმცირესობას შორის სახიფათო განწყობების გაღვივების რისკს შეიცავს.

მას შემდეგ, უკრაინა-პოლონეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას საჯაროდ მიესალმნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევმა და კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრიპესკოვი, სიკორსკიმ აღნიშნა: „ვარშავას, კიევსა და მოსკოვს შორის ნებისმიერ დაპირისპირებაში მოგებული ყოველთვის რუსეთი რჩება“.

პოლონეთი და უკრაინა 11 ივლისს ვოლინის 1943 წლის ტრაგედიის (მასობრივი ჟლეტის) წლისთავს აღნიშნავენ, რომლის დროსაც უკრაინელმა ნაციონალისტებმა ათიათასობით პოლონელი დახოცეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ უახლოეს დღეებში სხვადასხვა პირები, რომლებიც თავს ოფიციალურ მოხელეებად გაასაღებენ, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის მტრობის გაღვივებას შეეცადონ. მან საზოგადოებას მოსალოდნელი რუსული პროვოკაციების მიმართ სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: ვოიტეკ რადვანსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 ივლისი, 2026, 14:25 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი