პოლონეთი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს არ აღიარებს

12:59, 30.07.2026
წარწერა ფოტოზე:
ახლადდაქორწინებულები, ფოტოსესიის დროს, ტატრის მთებში, ზაკოპანეს მახლობლად, ჩაბუვკაში სეირნობენ. 2009 წლის 18 აპრილი

წარწერა ფოტოზე: ახლადდაქორწინებულები, ფოტოსესიის დროს, ტატრის მთებში, ზაკოპანეს მახლობლად, ჩაბუვკაში სეირნობენ. 2009 წლის 18 აპრილი

28 ივლისს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა არაკონსტიტუციურად ცნო ციფრული საკითხების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი ქორწინებების შესახებ ჩანაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში შეტანის ნებართვას იძლეოდა.

ამის შესახებ პოლონური ტელემაუწყებელი Polsat News-ი იტყობინება.

მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები სამოქალაქო მდგომარეობის აქტების დოკუმენტების ფორმებს შეეხებოდა. ისინი საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი ქორწინებების მოწმობებიდან ამონაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის საშუალებას იძლეოდა.

გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 3 მოსამართლესგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელსაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის პრეზიდენტი, ბოგდან შვენჩკოვსკი თავმჯდომარეობდა.

საკითხებთან ერთად, დოკუმენტმა სარეგისტრაციო ფორმებში არსებული ველები — „ქალის მონაცემები“ და „მამაკაცის მონაცემები“ – გენდერულად ნეიტრალური ველით – „მამაკაცის/ქალის მონაცემები“, შეცვალა. ახალი ფორმები ვრცელდებოდა როგორც ქორწინების რეესტრის სრულ და მოკლე ამონაწერებზე, ასევე ცნობებზე, რომელიც ადასტურებს, არის თუ არა პირის მონაცემები შეტანილი სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეესტრში.

ივნისის დასაწყისში, ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის “ (PiS), დეპუტატთა ჯგუფმა, პარლამენტარ მარჩინ ვარხოლის წარმომადგენლობით, ეს რეგულაცია საკონსტიტუციო ტრიბუნალში გასაჩივრა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტი ეჭვქვეშ აყენებდა ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის, კონსტიტუციურ განმარტებას.

რეგულაციის თანახმად, ცვლილებები ძალაში 2026 წლის 23 აგვისტოს, ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ უნდა შესულიყო. თუმცა, Polsat News-ის ცნობით, სამოქალაქო რეესტრის ბევრმა სამსახურმა ახალი წესების გამოყენება უკვე დაიწყო.

 

სტატიის ავტორი: ნადია სობენკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: იანეკ სკარჟინსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ივლისი, 2026, 23:34 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი