პოლონეთი რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გამო საჰაერო სივრცის დაცვას აძლიერებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებული „პროვოკაციებისა და აგრესიული ქმედებების“ გამო ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვას აძლიერებს.
„ჩვენ ვზრდით ჩვენი საჰაერო ძალების აქტივობას, მათ შორის F-16 ტიპის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოყენებას“,- განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები „სხვადასხვა ფორმას იღებს და საფრთხეს უქმნის იმ ტერიტორიებს, რომლებიც მანამდე უსაფრთხოდ მიიჩნეოდა“.
მისივე განცხადებით, პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე ვითარებას მუდმივად აკვირდება და ქვეყნის მასშტაბით საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების სისტემებსაც აძლიერებს.
Po ostatnich rosyjskich prowokacjach i aktach agresji podjąłem decyzję o poszerzeniu ochrony naszej przestrzeni powietrznej. Zwiększamy aktywność naszych sił powietrznych, w tym samolotów F-16 oraz śmigłowców.
Ostatnie tygodnie pokazały, że prowokacje ze strony Rosji przybierają…— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) September 3, 2026