პოლონეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს უკვე გადასცა.
დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად პოლონური მხარე აღნიშნული პირების მიერ დიპლომატიური სტატუსის ბოროტად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ასახელებს.