პოლონეთი-კოლუმბია - მატჩის ანონსი
პოლონეთი-კოლუმბია - მატჩის ანონსი

24 ივნისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა“. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: სეზარ რამოსი (მექსიკა)

გუნდებმა მაქსიმალურად გაირთულეს ცხოვრება პირველი ტურის შემდეგ, როცა სინქრონულად, ერთნაირი ანგარიშით წააგეს თავიანთი მატჩები – 1:2.
პოლონელებმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენეს დაცვაში და შედეგად, ორი არააუცილებელი გოლი გაუშვეს სენეგალისგან. კოლუმბიამ კი, თავის მხრივ, სასტარტო შეხვედრა ათი ფეხბურთელით ჩაატარა, რადგან საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დებიუტშივე გააძევეს სანჩესი.
ასე რომ, ამ გუნდების დაპირისპირებაში შეიძლება გაირკვეს გუნდი, რომელიც ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დაკარგავს პლეი ოფში გასვლის შანსებს.

პირველი ტურის მატჩები

კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (6-პენ), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)

პოლონეთი-სენეგალი 1:2
გოლები: 0:1 ციონეკი (37-საკ. კარში), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)

ახალი ამბები

დიდი ალბათობით, ხამეს როდრიგესი იქნება პოლონეთთან ძირითად შემადგენლობაში.
პოლონელთა ძირითადში უნდა გამოჩნდეს დავიდ კოვნაცკი, რომელმაც სენეგალთან შეცვლაში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
კამილ გლიკი დაუბრუნდა სრულფასოვან ვარჯიშებს, მაგრამ სასტარტოში მის გამოჩენას არ ელოდებიან.

ურთიერთშეხვედრები

ეს არის ამ გუნდებს შორის პირველი ოფიციალური მატჩი. ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა 2006 წელს, ხოჟუვში კოლუმბიამ მოიგო 2:1.
კოლუმბიას მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 2 მოგება აქვს ცხრიდან ევროპული გუნდების წინააღმდეგ – 1994 წელს შვეიცარიასთან და 2014 წელს, საბერძნეთთან.
პოლონეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის გუნდების წინააღმდეგ ფრე არასოდეს უთამაშია (+4=0-5).

საინტერესო ფაქტები

– პოლონეთი არასოდეს გასულა პლეი ოფში პირველი მატჩის წაგების შემდეგ.
– პოლონეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 9 მატჩიდან შვიდი აქვს წაგებული. ამ ცხრა მატჩში გუნდმა ვერც ერთხელ ვერ შეინახა კარი “მშრალად”.
– რობერტ ლევანდოვსკის ნაკრების ბოლო 16 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.
კოლუმბიას არასოდეს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე 0:0.
– იაპონიასთან მატჩში, კოლუმბიას პირველად გაუძევეს ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებში.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ადამ ნავალკა (პოლონეთი):

სენეგალთან მატჩის შემდეგ, ბევრი სპორტული აგრესია და ბრაზი გვქონდა, მაგრამ ეს გვაიძულებს სრულიად სხვა დონეზე ვითამაშოთ. ჩვენ გვქონდა დრო – მოგვემზადებინა სტრატეგია კოლუმბიასთან მატჩისთვის. მეტი არაფრის დამატება არ შემიძლია, ფეხბურთი – არა სიტყვები, არამედ მოქმედებაა, რასაც შედეგამდე მივყავართ“.

ხოსე პეკერმანი (კოლუმბია):

„მთავარია, რომ 11/11-ზე დავიწყებთ თამაშს. იმათი იმედი გვაქვს, ვინც დასაწყისისთვის არ იყო საუკეთესო ფორმაში. ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. უნდა აღვადგინოთ საკუთარ თავში რწმენა, რადგან ვიცით, რომ ბევრი შეგვიძლია. საჭიროა ჰარმონია გუნდში. თუ მატჩი კარგად წავა, შეგვიძლია ჩვენი თამაში მოვახვიოთ პოლონელებს. მომენტები უნდა შევქმნათ და გავანეიტრალოთ პოლონეთის ძლიერი მხარეები“.

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი: შჩესნიპიშჩეკი, ციონეკი, პაზდანი, რიბუსიკრიხოვიაკი, ზიელინსკიბედნარეკი, კოვნაცკი, გროსიცკი – ლევანდოვსკი.
კოლუმბია: ოსპინაარიასი, დ. სანჩესი, მურილიო, მოხიკალერმა, ბარიოსიკუადრადო, ხამეს როდრიგესი, ისკიერდო – ფალკაო.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!