პოლონეთი ივნისიდან ბელარუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის
პოლონეთი ივნისიდან ბელარუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის

პოლონეთი პირველი ივნისიდან ბელარუსთან საზღვარს კეტავს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის. შესაბამის განკარგულებას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, პოლონეთი თავის ტერიტორიაზე ბელარუსიდან არ შეუშვებს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს, მისაბმელინებსა და ნახევრადმისაბმელიანებს.

ამას გარდა, პოლონეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ბელარუსის 365 მოქალაქეს, მათ შორის, 150-ზე მეტ დეპუტატს.

ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ ბელარუსულ რეჟიმს, ასევე ეწეოდნენ მინსკში ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერას. აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავამ პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ანჟეი პოჩობუტის დაპატიმრების საპასუხოდ მიიღო. მას ბელარუსის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.