პოლონელი ევროპარლამენტარი სტანისლავ ტიშკა – შეიქმნა აუდიტის პანელი, რათა გაკონტროლებულიყო უკრაინაში გადარიცხული ფული, თუმცა ჩვენ არანაირი ანგარიში არ გვინახავს, შევწყვიტოთ უკრაინაში ფულის შეტანა

16:21, 16.09.2026

თქვენ გსურთ მილიონობით ევროს ჩარიცხვა უკრაინის შავ ხვრელში და ამისთვის უკრაინელ ბავშვს იყენებთ, – ასე მიმართა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, სტანისლავ ტიშკამ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

როგორც პოლონელმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უკრაინაში ფულის შეტანა უნდა შეწყდეს.

„რაც დღეს გააკეთეთ, საშინელება იყო. თქვენ გსურთ მილიონობით ევროს ჩარიცხვა უკრაინის შავ ხვრელში და ამისთვის უკრაინელ ბავშვს იყენებთ. ეს 200 მილიარდი ევრო დაჯდა. კომისიამ შექმნა აუდიტის პანელიც, რათა აკონტროლოს ეს ფული, რომელიც ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულია, მაგრამ ჩვენ არანაირი ანგარიში არ გვინახავს. პოლონეთში ჩვენ ვხედავთ თქვენი პოლიტიკის შედეგებს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების შესახებ. კომპანიები კოტრდებიან და ბიზნესი სხვაგან გადააქვთ. კომისიას სურს ყველაფრის დაბეგვრა, ყველაფრის აკრძალვა, ყველაფრის რეგულირება. რატომღაც არ გსურთ ადამიანების და ბიზნესის მარტო დატოვება. ნაკლები იდეოლოგია და მეტი პრაგმატიზმი გვჭირდება. ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, უკვე საკმაოდ ცუდია. შევწყვიტოთ ფულის უკრაინაში შეტანა“, – განაცხადა ტიშკამ.

მსგავსი