პოლონელები ოფიციალურად ადასტურებენ - მათე ცინცაძე "რუსთავში" გადავიდა
პოლონელები ოფიციალურად ადასტურებენ - მათე ცინცაძე "რუსთავში" გადავიდა

„ქართველმა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ”რუსთავთან” კონტრაქტი გააფორმა და საქართველოში წავიდა” – იუწყება საფეხბურთო კლუბ შჩეცინისპოგონის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცინცაძე თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელი გახლდათ და პოლონეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის გუნდში 2016 წლის დეკემბერში ჩაირიცხა – ამ ტრანსფერში ”პოგონმა” “დინამოს” 100 ათასი ევრო გადაუხადა.

თავიდან ცინცაძეს ”პოგონში” საქმე კარგად აეწყო და პოლონეთის ჩემპიონატში დაიმაიმედებლად თამაშობდა, მაგრამ საშემოდგომო ეტაპზე შემადგენლობიდან ამოიღეს და დეკემბერში ”პოგონმა” 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

არსებული ინფორმაციით, ”რუსთავში” ინვესტიციის მოზიდვაზე ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ჯუღელი მუშაობს და სანამ ეს ფაქტი იურიდიულად არ გაფორმდება, კლუბში მანამდე ამ ტრანსფერებზე და ზოგადად, ”რუსთავში” მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ აკეთებენ.