პოლიციამ სავარაუდოდ დაკარგული ანია ბლანჩარდის გვამი იპოვა
პოლიციამ სავარაუდოდ დაკარგული ანია ბლანჩარდის გვამი იპოვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის მებრძოლი ვოლტ ჰარისი 24 ოქტომბრის შემდეგ დაკარგულ შვილს უშედეგოდ ეძებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ანია ბლანჩარდის გვამი პოლიციამ სავარაუდოდ უკვე აღმოაჩინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსპერტიზა. გვამი სამართალდამცავებმა ალაბამაში, მეიკონის ოლქში იპოვეს. თემასთან დაკავშირებით პოლიციამ 7 ნოემბერს სავარაუდო ეჭვმიტანილი იბრაჰიმ იაზედი დააკავა.

22 ნოემბერს სამართალდამცავებმა კიდევ ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი, ანტვეინ ფიშერი დააკავეს. ანია ბლანჩარდის მამას, ვოლტ ჰერისს, 7 დეკემბერს ვაშინგტონში ალისტერ ოვერიმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ბრძოლიდან მოიხსნა. მის მაგივრად ოვერიმს დაუმარცხებელი ჯაირზინიო როზენსტრუკი დაუპირისპირდება.